მაგნიტსკის სიაში გომელაურის გარდა სხვა ძალიან ბევრი ე.წ. თანამდებობის პირი მოხვდება - დეკანოიძე

19.12.24 21:40
მაგნიტსკის სიაში გომელაურის გარდა სხვა ძალიან ბევრი ე.წ. თანამდებობის პირი მოხვდება - დეკანოიძე

მაგნიტსკის სიაში მხოლოდ მხოლოდ გომელაურის გარდა სხვა ძალიან ბევრი ე.წ. თანამდებობის პირი მოხვდება - ასე ეხმაურება აშშ-ის მიერ ვახტანგ გომელაურის და "ხარებას" მოადგილის, მირზა კეზევაძის დასანქცირებას "ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკნანოიძე.

დეკანოიძე ამბობს, რომ თუ ვინმეს აქვს იმედი, რომ ამერიკის მომავალი ადმინისტრაცია სანქციებს გააუქმებს, ეს გამორიცხულია. 

მაგნიტსკის სიაში გომელაურის შეყვანა, ეს არის "ოცნების" ყველაზე დიდი შეცდომა, რადგან ამ სიაში მხოლოდ შს მინისტრი არ მოხვდება, მოხვდება ძალიან ბევრი ე.წ. თანამდებობის პირი. სანქციები გაგრძელდება. ჩვენ, როგორც აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციისგან შევიტყეთ არაერთხელ თან, სანქციების დაწესება გაგრძელდება. არ მოხდება, რომ მომავალმა ადმინისტრაციამ გააუქმოს ის სანქციები, რაც დააწესა წინა ადმინისტრაციამ. არ არსებობს, გამორიცხულია. იმიტომ, რომ ყველა მოქმედება რაც ახლა ხორციელდება, ხორციელდება მომავალ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. ეს უნდა ესმოდეთ, ბადიტებს, რუსებს, ბანდერლოგებს, ვინც არიან საქართველოს სახელით ცრუ მოლაპარაკეები", - განაცხადა დეკანოიძემ. 

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა  ე.წ. მაგნიტსკის სია გააფართოვა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს და გდდ-ს დირექტორის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს სანქციები დააკისრა.

გადაწყვეტილება შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონის ეს ნაბიჯი კოორდინირებული იყო დიდ ბრიტანეთთან, რომელმაც დღეს ასევე შემოიღო სანქციები გომელაურისა და კიდევ ოთხი ძალოვნის წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები