შოკი იყო, ასეთი შეურაცხყოფის, ცილისწამების და სიბინძურის ნიაღვარი - ვლადიმერ ხუჭუა მისი ოჯახის მიმართ ბულინგზე
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა, რომელმაც პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო და წალკის ელექტრონულ უბნებზე შედეგები გააბათილა, მასზე და მისი ოჯახზე განხორციელებულ ბულინგზე საუბრობს და ამბობს, რომ მისი შვილები და მეუღლე ცილისწამებისა და ცილისწამებლური პროპაგანდის ქვეშ მოჰყვნენ.
როგორც ხუჭუამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, მისმა შვილებმა საერთოდ არ იცოდნენ მისი მიღებული გადაწყვეტილების შესახებ და შოკში ჩავარდნენ, როცა მათ მიმართ მასშტაბური “სიბინძურის ნიაღვარი“ მოაწყვეს.
ჩემსა და ჩემი ოაჯხის მიმართ წამოვიდა ორგანიზებული შეტევა , ყველა მხრიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ ცილისწამებისა და პროპაგანდის ქვეშ მოჰყვა ჩემი ოჯახი, შვილები და მეუღლე.
მე მყავს შვილები, რომლებმაც ევროპის და ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტები დაამთავრეს, დასაქმდნენ წამყვან კომპანიებში, მათ აქვს თავიანთი პირადი ცხოვრება, მინდა, ყველამ იცოდე,ს რომ მე ვამაყობ ჩემი შვილებით, მეუღლით და ოჯახით და რა შეურაცხყოფაც და ცილისწამება მიდის მათ მიმართ, ამაზრზენია.
ჩემმა შვილებმა არც იცოდნენ რა საქმეს ვიხილავდი და მათთვის შოკი იყო, ასეთი შეურაცხყოფის, ცილისწამების და სიბინძურის ნიაღვარი. მე მაქვს ინფორმაციები, რომ გარკვეული ანალიზი გავაკეთე, საიდან ხდება. არ მინდა ვთქვა, მაგრამ გამგები გაიგებს. მათაც ვუთანაგრძნობ, ვინც ამას აკეთებს, ისინი იძულებულნი არიან, ეს გააკეთონ. ხვალ რომ საჭირო გახდეს მათი დაცვა, მე მათ გვერდით დავდგები.
მარტივად არ შევშინდები, არ ვარ ის ადამიანი ჩემი გადაწყვეტილება შევცვალო და უკან დავიხიო. ეს პირველი შემთხვევა არ არის, მსგავსი შემთხვევა ადრეც იყო. ვინმეს რამე არ უნდა შეეშალოს, რადგან ყველა პასუხს აგებს“, - განაცხადა ხუჭუამ.