TI: ამ ეტაპისთვის დასანქცირებულია 150-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ამ დროისთვის, 150-ზე მეტი მაღალჩინოსანია დასანქცირებული, რომელთა შორის არიან: არალეგიტიმური მთავრობის წევრები, "ქართული ოცნების" დეპუტატები, მოსამართლეები და ა.შ.
როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, იმისათვის, რომ დასანქცირების პროცესი შეჩერდეს და კრიზისი განიმუხტოს, უნდა შესრულდეს ორი მოთხოვნა - გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები
ამ ეტაპისთვის დასანქცირებულია 150-ზე მეტი მაღალი თანამდებობის პირი, მათ შორის არალეგიტიმური მთავრობის წევრები და მათი მოადგილეები, "ქართული ოცნების" დეპუტატები, მოსამართლეები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები, მხარდამჭერი ბიზნესმენები და პროპაგანდისტები.
მათ საქართველოს გულშემატკივარი ქვეყნები მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი დარბევის, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრის, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების, არჩევნების გაყალბების და ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის გამო ასანქცირებენ.
იმისათვის, რომ დასანქცირების პროცესი შეჩერდეს და კრიზისი განიმუხტოს, უნდა შესრულდეს ორი მოთხოვნა - გათავისუფლდნენ უკანონო პატიმრები და დაინიშნოს ახალი არჩევნები," - წერია განცხადებაში.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან