არ ვიცი, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვხედავ ძალიან მძიმე ფინალს - ქეთი ჩხეიძე
არ ვიცი, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვხედავ ძალიან მძიმე ფინალს, - ამის შესახებ მსახიობმა ქეთი ჩხეიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, “ჩვენ ძალიან დავაგვიანეთ, როდესაც იგივე ხალხი დაინიშნა, უნდა მივმხვდარიყავით რომ ცუდად არის საქმე.“
არ ვიცი, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი, მაგრამ მე ვხედავ ძალიან მძიმე ფინალს. ყველა სპექტაკლში, ცნობილ ნაწარმოებში, ხომ ვიცით როგორც ხდება- მოდის უზურპატორი, მდიდარი, შეძლებული ადამიანი, ზოგჯერ სიკეთით, მომავლის დიდი იმედით, როდესაც აღარ მიდის აღარასოდეს და ეს ძალაუფლება ხდება მისი ავადმყოფობა, ამთავრებს ისე, როგორც ყველა უზურპატორი.
ჩვენ ძალიან დავაგვიანეთ, როდესაც იგივე ხალხი დაინიშნა, უნდა მივმხვდარიყავით რომ ცუდად არის საქმე, ამ სიჩუმემ, მორჩილებამ, მადლიერების გრძნობის დაკარგვის შიშმა, მიგვიყვანა აქამდე.
როგორც შეიძლება, იმის გამო, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ, პროტესტის გრძნობა არ გაგვიჩნდეს, როგორც უნდა იყო ემოციურ ინტელექტს მოკლებული, რომ არ გამოვარდე გარეთ დ არ დაიყვირო- ხალხნო, რარაც უბედურება ტრიალებს ჩვენს თავს“, - განაცხადა ჩხეიძემ.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან