“უფრო მეტი ენერგიით, გამოძინებული გამოვედი“ - სანდრო ქინქლაძემ იზოლატორი დატოვა
საპროტესტო აქციების დროს დაკავებული სანდრო ქინქლაძე თავისუფალია-მან იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვა.
როგორც სამოქალაქო ატივისტმა განაცხადა, დაკავების დროს მასზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ხორციელდებოდა. სანდრო ამბობს, რომ დაკავებები იმ საპროტესტო ტალღას ვერ ჩააქრობს, რაც რუსთაველის გამზირზე ტრიალებს.
“უფრო მეტი ენერგიით, გამოძინებული გამოვედი“, - თქვა ქინქლაძემ გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვის დროს.
სისტემა როცა ჩემხელა გოგოებს და ბჭებს დასდევს, ჯარიმებს უწერს და იჭერს, ათას ბრალდებას გვიყენებენ და ამ ყველაფერს ჩვენი თვალით ვხედავთ, მარტივია გასაგებია, რომ რეჟიმი გაშიშვლდა. უფრო მეტი ენერგიით, გამოძინებული გამოვედი, რუსთაველზე მეგობრებთან ერთად ვიდგები და არ დავუშვებ, რომ ქვეყანაში გამსახურდიას შემდეგ პრეზიდენტი ყაველაშვილი იყოს.
შეიძლება მე დამაკავონ, სხვა დააკავონ, მაგრამ ამით ვერაფერ დააკლებენ იმ საპროტესტო მოძრაობას რაც ახლა ხდება“, - განაცხადა სანდრო ქინქლაძემ.