“ნიღბის აკრძალვა დიდი თავშეყრის ადგილებში, მითუმეტეს ზამთარში, დაუშვებელია“- გამყრელიძე
NCDC-ის ყოფილმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ გადაცემა “რეაქციაში“ აქციებზე სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვის აკრძალვის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ “ნიღბის აკრძალვა დიდი თავშეყრის ადგილებში, მითუმეტეს ზამთარში, დაუშვებელია.“
“გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების ეპიდაფეთქებებია და ამ დროს პირიქით. ამის აკრძალვა არაფრით შეიძლება“, - თქვა გამყრელიძემ.
ეს არ შეიძლება [ნიღბების აკრძალვა], მით უმეტეს ზამთარში. ნიღბის აკრძალვა დიდი თავშეყრის ადგილებში არ შეიძლება იმიტომ, რომ ზამთარში ჩვენ ყოველთვის გრიპის და სხვა რესპირაციული დაავადებების ეპიდაფეთქებები გვაქვს.რატომ მართა სინგაპურმა და იაპონიამ ყველაზე კარგად პანდემია - იმიტომ, რომ იქ ხალხი მიჩვეული იყო [ნიღბების ტარებას], სულ ატარებდნენ ზამთარში ნიღბებს.
ამიტომ, ნიღბების აკრძალვა არ შეიძლება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ერთპარტიულმა პარლამენტმა ორ დღეში ორი მოსმენით დაუჭირა მხარი საპროტესტო შეკრებებზე პიროტექნიკის, ნიღბებისა და ლაზერების აკრძალვას.
"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ საპროტესტო აქციების დროს ნიღბების აკრძალვა ევროპული სტანდარტია.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან