დღეს აქციაზე ის ადამიანებიც დგანან, ვინც 26 ოქტომბერს “ოცნებას“ მისცეს ხმა - ნინო ორდენიძე

20.12.24 01:12
დღეს აქციაზე ის ადამიანებიც დგანან, ვინც 26 ოქტომბერს “ოცნებას“ მისცეს ხმა - ნინო ორდენიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია განვითარების ცენტრის დამფუძნებელი, ნინო ორდენიძე ამბობს, რომ დღეს აქციაზე ის ადამიანებიც დგანან, ვინც ხმა “ქართულ ოცნებას“ მისცეს, რადგან ფიქრობენ, რომ კარგავენ ყველაფერს.

ორდენიძის თქმით, ის ძალია ოპტიმისტურად უყურებს პროცესს, რადგან დღეს აქციაზე დგანან ყველა ასაკის და სფეროს წარმომადგენლები.

დღეს აქციაზე ის ადამიანებიც დგანან, ვინც 26 ოქტომბერს მათ მისცეს ხმა. ყველა გამოიყვანეს. მე ძალიან იმედიანად ვარ და ოპტიმისტურად ვუყურებ პროცესს.

დიდებული პროცესი მიდის. ჩვენი ერი გამოდის მაშინ, როცა ფიქრობენ, რომ კარგავენ ყველაფერს. დგანან ყველა ასაკის და პროფესიების ადამიანები. ახლა დგანან კულტურუის წარმომადგენლები, ექიმები, ხელოვანები, ბავშვები, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში არიან დაბადებულები.

მე 1980 წელს დავიბადე, 90 -იანებში ვიყავი თინეიჯერი და ეს იყო საშინელება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემმა ორმა შვილმა ის არ გადაიტანოს, რაც მე გადავიტანე 90 -იან წლებში და ვნახე“, - განაცხადა ორდენიძემ გადაცემა “რეაქციაში“.

მსგავსი სიახლეები