საქართველოში პროტესტის 23-ე დღეა - დიდ დიღომში და გლდანში მოქალაქეებმა მსვლელობა გამართეს

20.12.24 11:54
საქართველოში პროტესტის 23-ე დღეა - დიდ დიღომში და გლდანში მოქალაქეებმა მსვლელობა გამართეს

დიდ დიღომში დილიდან საყვირების ხმები ისმის - პოლიტპატიმრების გათავისუფლების და ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მთელი დასახლება საპროტესტო შეძახილებით შემოიარეს.

სამსახურებში წასვლამდე ხალხმა გადაწყვიტა ქუჩაში გასულიყო და "ქართული ოცნებისთვის" ეთქვათ, რომ ამ ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპაშია.

საქართველოს და ევროკავშირის დროშებით ხელში და ნაწამები მოქალაქეების ფოტოსურათებით, მშვიდობიანმა დემონსტრანტებმა მსვლელობა გლდანშიც გამართეს. 

სახლში ჯდომის, სამსახურებში წყნარად სიარულის დრო ახლა არ არის. მნიშვნელოვანია, არა მარტო რუსთაველზე ისმოდეს ხმაური, არამედ ყველა ქუჩაში, ყველა უბანში უნდა იყოს ხმაური. ნაკადულები მდინარეებად უნდა იქცეს, მდინარეები ზღვებად და უნდა დავასრულოთ ეს რუსული ხელისუფლება", - ამბობს აქციის მონაწილე. 

მსგავსი სიახლეები