ივანიშვილის მთავრობის დასანქცირების შემდეგ თავისუფალი ბიზნესი ეკონომიკურ საფრთხეებზე ალაპარაკდა
დასავლეთის მიერ ივანიშვილის მთავრობის დასანქცირების შემდეგ, თავისუფალი ბიზნესი ეკონომიკურ საფრთხეებზე ალაპარაკდა. ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ ასეთ პირობებში ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების შემოდინება შეწყდება და ეკონომიკური თვალსაზრისით რეგრესი გარდაუვალი იქნება.
ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, რომელსაც, სამწუხაროდ, არ გააჩნია რესურსები, სამწუხაროდ, არ გააჩნია პროდუქცია, რომელსაც ქმნის და შეიძლება, ქვეყანა იქნას შენახული, აქედან გამომდინარე, რამე ეკონომიკურ წინსვლაზე ან რამე ეკონომიკურ წარმატებაზე, უბრალოდ, წარმოუდგენელია საუბარი. აქ რეგრესი გარდაუვალია. აღარ არსებობს რაღაც იწილო-ბიწილოს თემა, სწორად უნდა იქნას აღქმული, ვინ დასანქცირდა. ბიზნესი აღარ იარსებებს, შეიძლება ვიღაც დარჩეს „ცეხავიკად“, ვისაც ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერის შესაძლებლობა მიეცეს, მაგრამ ეს ქვეყნისთვის იქნება უკიდურესად მძიმე, - ამბობს შთა ბურჯანაძე.
ბიზნესის კიდევ ერთი წარმომადგენელი განმარტავს, რომ ინვეტსიციების შემოდინებას გარანტიები სჭირდება, რაც დღესდღეობით ქვეყანაში აღარ არსებობს. მისი თქმით, გარკვეულ ბიზნესებს აღნიშნული დარტყმა უკვე შეეხო.
ამასთან, სპეციალისტი ასევე ეროვნული ვალუტის სწრაფი გაუაფასურების რისკებზე საუბრობს. მისი თქმით, ეროვნული ბანკი ახლა ცეცხლს აქრობს, თუმცა ლარის გამყარება მხოლოდ ეკონომიკას და ინვესტიციებს შეუძლია.
ინვესტიციების შემოდინებას სჭირდება გარანტიები, გარანტიები არის ინსტიტუციების მუშაობა: ეს არის სასამართლო და ეს არის სხვა ინსტიტუციები, რაც ქვეყანაში დღეს ინსტიტუციები არ მუშაობს. დანარჩენი შემოდინება, ფაქტობრივად, იმდენად უმნიშვნელოა, მე როგორც ვიცი, ბოლო თვის განმავლობაში თითქმის განახევრებულია გადმორიცხვები. ფაქტობრივად, სასტუმროები ცარიელია, თქვენ წარმოგიდგენიათ? ამ ქვეყანაში ტურისტი ვინ უნდა ჩამოვიდეს? ანუ რაღაც სფეროებს უკვე შეეხო. იგივე ფორეკას უკვე შეეხო, პრობლემა აქვს, თანამშრომლების ხელფასების გადახდა უჭირთ. რაც შეეხება ლარს, მე მეშინია, ერთი ნახტომით არ მოხდეს სერიოზული ბიჯი. ეროვნული ბანკი დღეს ცეცხლს აქრობს. ლარის შენარჩუნება დღეს შეუძლია მხოლოდ ეკონომიკას და ინვესტიციებს, - ამბოლბს ბიზნეს სფეროს წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ უკვე ორი საათია თავისუფალი ბიზნესი დახურულ კარს მიღმა მსჯელობს, რა ეკონომიკურ და სოციალურ შედეგს მივიღებთ პოლიტიკური კრიზისის პირობებში. მას შემდეგ, რაც შს მინისტრი მაგნიტსკის სიაში შეიყვანეს, ბიზნესი ფიქრობს, რომ ეკონომიკის ჩამოშლის რისკებმა მოიმატა. თავისუფალი ბიზნესი გამოსავალს ახლა ახალი არჩევნების დანიშვნაში ხედავს.