"გადაავადე სესხი, რომ გავიფიცოთ!" - მოქალაქეები საპროტესტო მსვლელობით ბანკებთან მივლენ
"გადაავადე სესხი, რომ გავიფიცოთ!" - ამ შინაარსის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობისთვის ემზადებიან მარჯანიშვილზე შეკრებილი მოქალაქეებიც. ხალხი დღეს ბანკებთან აპირებს მისვლას. ახალი არჩევნების ჩატარების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გარდა მოთხოვნებს შორის დგება სესხის გადასახადის შეჩერებაც.
იმისთვის, რომ ახლა შედგეს ეს ეროვნული ერთობა, ბანკი უნდა მიხვდეს, რომ ეს 5 მლნ, რაც 1%-ია მათი წმინდა მოგების რეალურად, ეს ერთჯერადად გამოყოფილი საქველმოქმედო თანხა, ცხადია, დაზარალებულებისთვის იქნება გადასარევი, მაგრამ ბანკი უნდა მიხვდეს, რომ ცოტა ხანი მოგვეხმაროს. ზუსტად მათი ინტერესი და ჩვენი ინტერესი არის აბსოლუტურად სინქრონული, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა თუ ჩამოიშალა, მათივე აქციებს შეექმნებათ უზარმაზარი წინაღობები და თითონ ისინი ჩამოიშლებიან, - ამბობს აქციის მონაწილე.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე განმარტავს, რომ ბევრი საჯარო თუ არასაჯარო პირი გაფიცვას ვერ ახერხებს, რადგან ზურგზე სწორედ საბანკო ვალდებულება აწევს.
დეფაქტო ხელისუფლება თითქოს იგნორს უკეთებს ამ პროცესს, რომ თითქოს არაფერი ხდება, იმიტომ, რომ ვერ ხდება გაფიცვა. ძირითადად, საჯარო სექტორები, ეს ქვეყანა რაღაცნაირად მაინც აგრძელებს იმ რუტინაში ცხოვრებას, რა რუტინაც აქამდე იყო. მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს და ეს რომ შეიცვალოს, ამისთვის აუცილებელია გაფიცვები, - ამბობს პროტესტის კიდევ ერთი მონაწილე.
რამდენიმე წუთში შეკრებილები პარლამენტისკენ დაიძრებიან, გზად კი აბსოლუტურად ყველა ბანკთან მივლენ და გააგონებენ, რომ ხალხის გვერდით ქმედებებითაც უნდა დადგნენ.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან