ანომალიური რაღაც ხდება საბანკო სისტემაში, დეპოზიტები 1.7 მილიარდი ლარით შემცირდა - გოცირიძე სებ-ისგან განმარტებას ითხოვს
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე საბანკო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და წერს, რომ “ანომალიური რაღაც ხდება“.
გოცირიძის თქმით, დეპოზიტების საერთო მოცულობა 1,7 მილიარდი ლარით შემცირდა, რის გამოც ეროვნული ბანკისგან განმარტებას ითხოვს.
ანომალიური რაღაც ხდება ჩვენს საბანკო სისტემაში. 5 დეკემბერს დეპოზიტების საერთო მოცულობა იყო 57,9 მილიარდი ლარი, ხოლო 17 დეკემბერს გახდა 56,2 მილიარდი ლარი. რვა დღეში 1,7 მილიარდი ლარით შემცირდა. სად წავიდა ეს ფული დაუყოვნებლივ უნდა ახსნას ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ. ხომ არ დაიწყო დეპოზიტების გადინება, ხომ არ გააქვთ უცხოელებს ფული, რომლებიც მილიარდობით ლარის ეკვივალენტ თანხას ინახავენ საქართველოს საბანკო სისტემაში?" - წერს რომან გოცირიძე.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან