თვითმფრინავს ჰქონდა არასწორი ინდიკაცია - "ჯორჯიან ეარვეისის" განმარტება

06.09.21 13:29
თვითმფრინავს ჰქონდა არასწორი ინდიკაცია - "ჯორჯიან ეარვეისის" განმარტება

"ჯორჯიან ეარვეისში" გუშინ თბილისი-ვენის რეისზე თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა არასწორი ინდიკაციით ახსნეს. ვალერი ჩხენკელის განმარტებით, საჰაერო ხომალდს სერიოზული პრობლემა არ შექმნია. "ჯორჯიან ეარვეისში" ასევე ირწმუნებიან, რომ თვითმფრინავმა შემოწმება გერმანიაში 1 თვის წინ გაიარა.

საჰაერო ხომალდი უნდა შემოწმებულიყო ჰაერშივე, გახარჯულიყო გარკვეული რაოდენობა საწვავისა, რომ თვითმფრინავი დამჯდარიყო უსაფრთხოდ, დაიწვა საწვავი და თვუთმფრინავი უსფართხოდ დაჯდა. გამოვლენილი იქნა, რომ თვითმფრინავს ჰქონდა მხოლოდ არასწორი ინდიკაცია, რაც ავიაციაში ხშირია, არანაირი საშიშროება საერთოდ არ იყო, მითუმეტეს გამოშვებული იყო შასი", - განაცხადა შეფ-პილოტმა ვალერიან ჩხენკელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისი-ვენას რეისზე თვითმფრინავს აფრენიდან მალევე შასი არ დაეხურა, რის გამოც  მგზავრებით სავსე თვითმფრინავი თბილისის თავზე 2 საათის განმავლობაში დაფრინავდა. საჰაერო ხომალდი ისევ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა, რის შემდეგაც მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. ტექნიკური შემოწმების შემდეგ თბილისი-ვენას რეისი შესრულდა და თვითმფრინავი ავსტრიის დეწდაქალაქის აეროპორტში უსაფრთხოდ დაჯდა. 16-მა პირმა კი  გამგზავრებისგან თავი შეიკავა.