“არ დავიღლებით, რუსეთი არ იქნება, იქნება ევროპა“ - IT-ი სპეციალისტები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

20.12.24 15:34
“არ დავიღლებით, რუსეთი არ იქნება, იქნება ევროპა“ - IT-ი სპეციალისტები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

თბილისში უწყვეტი პროტესტის ხმა ისმის. ამ წუთებშიი IT-ი სპეციალისტები და პროგრამისტები ქვეყნის ცენტრალურ გამზირზე საპროტესტო ბანერებით მსვლელობას მართავენ.

IT-ი სპეციალისტები ახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლებას ითხოვენ.

“კიდევ ერთი პოლიტიკური ფარსი“, - ასე აფასებენ ქუჩაში გასული მომიტინგეეები დაპირებას, თითქოს, რუსული კანონი შერბილდება.

ამ ხელისუფლების არცერთი სიტყვის არ მჯერა, რომც მჯეროდეს და 1 საათში ეგ ყველაფერი ქნან, რა მნიშვნელობა აქვს ხალხო. რუსულ კანონში რა ჩასწორებაც არ უნდა გააკეთონ, სულ რომ გაიწვიონ, ეგ არის პატარა დათმობა, რომელზედაც რეჟიმი მიდის და ჩვენ არ დავიღლებით, აგერ გვარბევდნენ, ეგონათ დავიღლებოდით, მაგრამ არა. აქ არიან ის ადამიანების, ვინც არ დაიღლებიან. არა, რუსეთი არ იქნება, ევროპა იქნება“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

“ქართულ ცირკში, რომელსაც დღეს მთავრობა ჰქვია, ვის რა როლს მიანიჭებენ და რა პრივილეგიით დააჯილდოვენებნ, ნაკლებად გვაინტერესებს. სამარცხვინოა, როდესაც ორდენით აჯილდოვებ ადამიანს, რომელმაც გასცა ბრძანება და დაასისხლიანა აქციის მონაწილეები. ეს განცხადებები ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩვენთვის“, - ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.

ცნობისთვის, საქართველოში პროტესტის ტალღამ მას შემდეგ იფეთქა, რაც პრემიერ ირაკლი კობახიძემ 28 ნოემბერს განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღო გადაწყვეტილება, "2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან".   

მსგავსი სიახლეები