მასშტაბური ხანძარი ვაკეში - ჭავჭავაძეზე, საცხოვრებელი კორპუსს ცეცხლი უკიდია
მასშტაბური ხანძარი ვაკეში - ჭავჭავაძის 29 ნომერიში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.
შენობის მფლობელის, დავით კოდუას თქმით, მესამე სართულზე საოფისე ოფისები იწვის.
ამ დროისათვის ადგილზე სახანძრო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობს.
საოფისეს აქვს სავარაუდოდ, მოკიდებული. არვიცი ხანძარი რა მიზეზით არის გაჩენილი. პოლიციელები არიან და ამბობენ, რომ გამოიძიებენ. ოფისები ამ დროს დაკეტილია და სავარაუდოდ, არავინ არ იქნებოდა შიგნით. დამირეკეს თუ არა წამოვედი. მესამე სართული იწვის. მოიჯარეები არიან სულ მესამე სართულზე. ელექსტროსადენები ახალია, ჭერიც ახალია და ყველაფერი ახალია. დივერსია არ მგონია, ალბათ, მოკლე ჩართვა იყო", - ამბობს შენობის მფლობელი დავით კოდუა "პირველებთან".