საქართველოს ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია, პრეზიდენტი ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია - უილსონი
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი საქართველოს პრეზიდენტს ესაუბრა. როგორც უილსონი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოს ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია, პრეზიდენტი ზურაბიშვილი კი ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია.
კარგი საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ამ პოლიტიკური კრიზისის დროს, ის ქვეყანაში ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია. მე მას ვეთანხმები - საქართველოს ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მას წარმოადგენს" - წერს უილსონი