სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად ხელოვანები ერთიანდებიან - ჩატარდება საქველმოქმედო კონცერტიც

22.12.24 11:52
სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად ხელოვანები ერთიანდებიან - ჩატარდება საქველმოქმედო კონცერტიც

სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად ხელოვანები ერთიანდებიან. უკვე ჩანიშნულია საქველმოქმედო კონცერტი, რომელიც აბსურდული ბრალდებებით დაკავებულ მოქალაქეებს ათი ათასობით ლარის ჯარიმებს გადაუხდის. მსახიობები, რეჟისორები, მომღერლები, მოცკვავეები, მხარტვრები - ყველა, ვინც ხვდება, რომ ახლა ევროპული საქართველოს ისტორია რუსთაველზე იწერება, რეჟიმს ბოიკოტს უცხადებს და ქუჩაში გამოდის. გაუქმებულია ათობით საახალწლო კონცერტი. ხელოვანები ყოველდღიურად ქუჩაში რიგითი მოქალაქეების გვერდით დგანან და ახალ არჩევნებს ითხოვენ.

უსამართლობაა ამდენი უკანონოდ დაკავებული ადამიანი აბსოლუტურად უმიზეზოდ. ზოგს უვადოც კი აქვს მისჯილი. ჩემი ერთ-ერთი მეგობარი არის ამ მუხლით დაკავებული. უბრალოდ იმიტომ, რომ იდგა აქციაზე და მე არ მომცა ჩემმა სინდისმა იმის უფლება, რომ ჩემი პროფესიული მოვალეობა შემესრულებინა, ავსულიყავი სცენაზე და ვითომ ყველაფერი კარგადაა, მიმეცოლა ახალი წელი და მემხიარულა. ვფიქრობ, რომ ჩვენი ერთობა იქნება ძალიან მნიშვნელლოვანი, რომ შეიცვალოს ეს ყველაფერი, დაინახონ ამ რეჟიმის დამგეგმავები, რომ ისე არ არის, როგორც მათ სურთ, - ამბობს ვერიკო ტურაშვილი. 

საზოგადოების ერთიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს მომღერალი გიორგი უშიკიშვილიც.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროტესტის უფრო და უფრო გაიზრდება, იმიტომ, რომ ერთ რამეშია გამოსავალი. გამოსავალი არისუწყვეტ და საერთო პროტესტში. ჩვენ თუ მალე გვინდა დავასრულოთ ეს, არა მარტო მსახიობები და მომღერლები, ყველა უნდა გაიფიცოს და უნდა გაიფიცოს რამდენიმე დღის განმავლობაში თუ გვინდა, რომ ჩვენ მივიღოთ შედეგი, - ამბობს უშიკიშვილი. 

მომღერალი ნინო ქათამაძე ამბობს, რომ ახლა ბრძოლაა ქართველი ერის და ქვეყნის მომავლის გადარჩენისთვის და ამ ბრძოლას ალტერნატივა არ აქვს. 

ჩვენ დღეს ვბრძოლობთ ჩვენი გადარჩენისთვის, მომავლისთვის, რომ არ გავნადგურდეთ როგორც ერი, რომ გვყავდეს განათლებული საზოგადოება. რა აქვს ალტერნატივა იმ ბრძოლას, რაც დღესაა და ეს არის ყველაზე მართალი და ყველაზე ღირებული, - ამბობს ნინო ქათამაძე.

უკვე 25 დღეა ქვეყანაშ პროტესტი არ წყდება. მოქალაქეები ახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. ყოველდღიურად თბილისში ათობით მარში იმართება, საღამოს კი მსვლელობების მონაწილეები ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან.

დღეს 21:00 საათზე პარლამენტთან მივა სალომე ზურაბიშვილი და მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს.