ჭავჭავაძის გამზირზე გაჩენილ ხანძარს მეხანძრე მაშველი ემსხვერპლა
ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილ ხანძარს მეხანძრე მაშველი შეეწირა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი გიორგი ლელაშვილი იმ დროს დაიღუპა, როცა სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. 42 წლის მეხანძრე კედლის ნანგრევებში მოყვა.
ჭავჭავაძის 33 ნომერში მდებარე შენობის სახურავზე ხანძარი დაახლოებით ღამის 22:00 საათისთვის გაჩნდა. ცეცხლი რამდენიმე წუთში მოედო მესამე სართულს, სადაც კომერციული ფართები იყო. ხანძრის გაჩენის მიზეზი და ზარალის ზუსტი ოდენობა ამ დროისათვის უცნობია.
მსგავსი სიახლეები
07.09.26 17:00
TSQ-ის ახალი სქემა - მომხმარებლებს თანხის დასაბრუნებლად დამატებით 20%-ის ჩარიცხვას სთხოვენ
როგორც "პირველებს" მოქალაქეები ატყობინებენ, მომხმარებლებმა ახალი შეტყობინებები მიიღეს, სადაც წერია, რომ ანგარიშზე არსებული თანხის დასაბრუნებლად მათ დამატებით 20%-ის ჩარიცხვა ევალებათ.