ვითხოვთ ევროპულ მომავალს! - ფრანკოფონები საპროტესტო მარშს მართავენ
უკანონოდ დაკავებულ მომიტინგეებს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს ფრანგულენოვანი საზოგადოებაც. ისინი ცოტა ხნის წინ საფრანგეთის საელჩოსთან საქართველოს და ევროკავშირის დროშებით შეიკრიბნენ და ახლა პარლამენტისკენ მიემართებიან. მსვლელობის მონაწილეებს ასევე ხელში ქართულ და ფრანგულ ენაზე დაწერილი საპროტესტო ბანერები უკავიათ.
ბანერზე დატანილია შემდეგ ტექსტი: „საქართველო არის ევროპა“, შესაბამისად, ჩვენი მომავალი არს ევროპაში. ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელი. გამომდინარე იქიდან, რომ „ქართულმა ოცნებამმ“ ჩაგვიკეტა ევროპისკენ გზა, გაგვიყალბა არჩევნები, დააპატიმრა ახალგაზრდები, ამ ყველაფერს ფრანკოფონები ვაპროტესტებთ და ვდგავართ უკანონო პატიმრების და ევროპული მომავალის გვერდით, - ამბობს აქციის მონაწილე.
საპროტესტო მსვლელოლბაში მონაწილეობს პრეზიდენტის ძმა, ოთარ ზურაბიშვილიც.
რაც ეხება მარშს, იცით ისტორიაში, რომ საფრანგეთი და საქართველო ძალიან ახლო ქვეყნები არიან, მითუმეტეს, რომ 21 წელში თავშესაფარი მისცეს პოლიტიკურ ემიგრაციას. დღევანდელ დღემდე არის ერთი მთავარი ცენტრი მსოფლიოში და ევროპაში, რომელიც იცავს ქართულ ინტერესებს, - ამბობს ოთარ ზურაბიშვილი.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან