"საქართველო არასდროს გარუსდება" - ბაიკერები ქალაქის მასშტაბით საპროტესტო მსვლელობას მართავენ

22.12.24 15:44
"საქართველო არასდროს გარუსდება" - ბაიკერები ქალაქის მასშტაბით საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ახალი არჩევნების დანშვნის და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით აქციის მონაწილეები საბურთალოზე შეიკრიბნენ. ბაიკერები სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ამ წუთებში დაიძრნენ. ისინი გეგმავენ, მთელი ქალაქი შემოიარონ. ისინი პროტესტის ხმას მთელ თბილისს გააგონებენ, საბოლოოდ კი პარლამენტთან მივლენ. 

დღევანდელი გეგმაა, რომ იმ მოქალაქეებს, ვინც არც თუ ისე აქტიურად არიან ჩართულები ამ მოვლენებში, არ არიან საკმარისად ინფორმირებულები და ჯერ კიდევ მერყეობენ, რომელი პოზიცია დაიკავონ, გვინდა, მოვუწოდოთ, რომ გამოვიდნენ. ეს იქნება გაცილებით დიდი მარშრუტი. ქამდე ცენტრალურ მიდამოებში გვიწევდა ხოლმე რაიდების მოწყობა, ხოლო ახლა უკვე იქნება ქალაქის პერიფერიებშიც, საღამოს კი ისევ შევიკრიბებით რუსთაველზე, - ამბობს აქციის მონაწილე.