ევროპული მომავლის მცველებს პარლამენტთან სცენის დამონტაჟების საშუალებას არ აძლევენ

22.12.24 17:42
ევროპული მომავლის მცველებს პარლამენტთან სცენის დამონტაჟების საშუალებას არ აძლევენ

ევროპული მომავლის მცველებს საკანონმდებლო ორგანოს წინ სცენის დადგმა სურდათ, მაგრამ პოლიციამ მათ ამის უფლება არ მისცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აქციის მონაწილეებს ეუბნებოდნენ, რომ რუსთაველზე დღეს ისეთი სცენა უნდა დაიდგას, რომელიც საავტომობილო მოძრაობას ხელს არ შეუშლის. 

აქციის მონაწილეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სცენა პირველი სკოლის წინ დაემონატეჟებინათ, თუმცა ნებართვა ჯერჯერობით არც ამაზე არსებობს. 

ნაძვის ხის წინ სცენის განთავსებაზე უარია, ჩვენ შემდეგ შევთავაზეთ, რომ მოპირდაპირე მხარეს უნდა ყოფილიყო, აქაც მოიმიზეზეს გზის გადაკეტვა. მერე ვუთხარით, რომ მაშინ მოვიყვანთ ჩვენ ხალხს და ხალხი გადაკეტავს რუსტაველს და ტრანსპორტი ისედაც ვერ ივლის. საბოლოოდ, ახლა განიხილება გის არსავალ ნაწილზე პატარ სცენის მონტაჟი. უბრალოდ, ამ მონტაჟს უნდა ბევრი დრო. ბოლოს ითხოვეს 10 წუთი. თუ რამე გაპრობლემდა, აუცილებლად უნდა შევატყობინოთ მოსახლეობას, რომ დროზე გადაიკეტოს რუსთაველი, რომ ჩვენ შევძლოთ სცენის დამონტაჟება, - ამბობს „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია.  

მსგავსი სიახლეები