სცენა, რომელიც პარლამენტის წინ უნდა დაემონტაჟებინათ, პოლიციამ გაიტაცა

22.12.24 18:11
სცენა, რომელიც პარლამენტის წინ უნდა დაემონტაჟებინათ, პოლიციამ გაიტაცა

სცენა, რომელიც პარლამენტის წინ უნდა დაემონტაჟებინათ, გაიტაცეს. აქციის ორგანიზატორები გარკვეული დროის განმავლობაში ვეღარ უკავშირდებოდნენ მძღოლს, რომელსაც რუსთაველის გამზირზე დასამონტაჟებელი კონსტრუქციები უნდა მიეტანა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ავტომობილი, რომლითაც სცენა უნდა გადმოეტანათ, 112-ის საჯარიმოზე იქნა გადატანილი. ირკვევა, რომ მძღოლი გზაზე გააჩერეს და მისთვის უნცობი მიზეზით ავტომობილი საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. ამასთან, მძღოლს მობილური ტელეფონიც ჩამოართვეს.


თავიდან აპრობლემებდნენ ზოგადად სცენის დადგმას, თუმცა ბოლოს გარკვეული შეთანხმება იყო. როდესაც უკვე დავრეკეთ და ვთქვით, რომ უნდა მოვიდეს მანქანები, იმიტომ, რომ შეგვიძლია, დავიწყოთ კონსტრუქციის აგება, აღარ გვპასუხობდა მძღოლი ნახევარი საათის განმავლობაში. ბოლოს, როცა უკვე გაგვიჩნდა ეჭვი, რომ ის იყო დაპატიმრებული, თვითონვე გამოვიდა მძღოლი ჩვენთან კონტაქტზე, გვითხრა, რომ გააჩერა საპატრულო პოლიციამ, დაათვალიერა მანქანა, ჰკითხა, რა ედო შიგნით, მძღოლმა უთხრა, რომ აქ იყო სცენა და აპარატურა და საჯარიმოზე გადაიყვანეს მანქანა, ჩამოართვეს ტელეფონი. ასე გრინჩივით მოიპარა პოლიციამ სცენა, რაც არის კომიკური სიტუაცია. ჩვენ შევეცდდებით, რომ სხვა ტიპის აპარატურა იქნებ მაიინც მოვიტანოთ და იქნებ მიანც იყოს საშუალება, რომ პრეზიდენტი რომ იმმართავს ხალხს, ხალხმა გაიგოს, - ამბობს ბაია პატარაია. 
 

 

მსგავსი სიახლეები