კახეთი "ქართულ ოცნებას": თქვენი "საბლატაო" სად არის, ააცვან აქედან!
რუსთველის გამზირზე უწყვეტი პროტესტი გრძელდება - აქციის მონაწილეების მოთხოვნა უცვლელია, კახელები, როგორც მთელი ქვეყანა, ახალ არჩევნებს და უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
"ე გომებს არ უნდა გავამარჯვებინოთ მოვითხოვ, ააცვან აქედან ამათი საბლატაო სად არის''-ამბობს კახელების მარშის მონაწილე. (სტილი დაცულია)
ერთი ამერიკელი, ერთი ევროპელი მითხარით, ვისაც ქართველი ჯარისკაცი ან პოლიციელი ჰყავს მოკლული. ეე გომებს არ უნდა გავამარჯვებინოთ. ძალადობით ამ პლანეტას გავხეთქავთ შუაზე. მოვითხოვ, ააცვან აქედან ამათი საბლატაო სად არის. ახალ არჩევნებს მოვითხოვთ'', - ამბობს აქციის ერთ- ერთი მონაწილე. (სტილი დაცულია)
რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “კახელების მარშს” შეუერთდა, რომელიც ორბელიანების სასახლის წინ შეჩერდა.
„დინჯად, მაგრამ ჯიუტად ევროპისკენ!“ - ამ ლოზუგით მივიდნენ ირბელიანის სასახლესთან კახელები და ქიზიყელები.
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს 21:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან მიმართავს.