''ჩვენ ყავის დალევა პარიზში გვიყვარს და არა "ვოდკის" სმა რუსეთში''- ''Erasmus''- ის პროგრამის მონაწილეები პროტესტის ავანგარდში
უწყვეტი პროტესტი გრძელდება- ''Erasmus''- ის პროგრამის მონაწილეები რუსთველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას მსვლელობით შეუერთდნენ. ესენი არის ის ადამიანები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან რას ნიშნავს ევროპული ცხოვრება და განათლება. მათი მთავარი გზავნილი იყო, რომ ქვეყანას სჭირდება ევროპული განათლება.
დემონსტრანტების მოთხოვნა უცველია- ისინი ახალ არჩევნებს და აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.
''ჩვენ გვიყვარს ყავის სმა პარიზში და არა ვოდკის სმა რუსეთში''- ამბობს აქციის მონაწილე.
საქართველოს ისტორიას ასეთი ფართომასშტაბიანი და ინტენსიური მანიფესტაციები უბრალოდ არ ახსოვს, როდესაც მოსახლეობის ნახევარი ქუჩაში დგას და გაერთიანებულია ორი მოთხოვნის გარეშემო სხვა გზა არ არის. უნდა გაითვალისწინონ ჩანიშნონ ახალი არჩევნები და გაათავისუფლონ პოლიტ პატიმრები. ჩვენ გვიყვარს ყავის სმა პარიზში და არა ვოდკის სმა რუსეთში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავრჩეთ ევროპულ გზაზე'' - ამბობს აქციის მონაწილე.