"თავისუფლების მოედანზე" პოლიციამ ძალის გამოყენებით ერთი პირი დააკავა

22.12.24 22:24
"თავისუფლების მოედანზე" პოლიციამ ძალის გამოყენებით ერთი პირი დააკავა

რამდენიმე წუთის წინ თავისუფლების მოედანზე  დაძაბული ვითარება იყო -  პოლიციამ ერთ-ერთი მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავა.  დაკავების  დროს, მოქალაქეს ტელეფონი ამოუვარდა.

ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე რჩება წყლის ჭავლის სამი ავტომობილი. ასევე მობილიზებული არიან სპეცრაზმელები და ე.წ. რობოკოპები.

პარალელურად, პრეზიდენტ ზურაბიშვილს სავარაუდოდ დივერსია მოუწყვეს და რუსთაველის გამზირზე სიგნალი ცაახშეს. 

მსგავსი სიახლეები