''ქართული ოცნების დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია'' - ჯო უილსონი
"ქართული ოცნების" დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია, სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური ძალა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი წერს .
მას შემდეგ რაც გავეცანი ეუთო/ოდირის დასკვნას საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, გავიმეორებ იმას, რაც მანამდეც ვთქვი: "ქართული ოცნების" დე ფაქტო ხელისუფლება არალეგიტიმურია. სალომე ზურაბიშვილი - ერთადერთი ლეგიტიმური ძალაა. ნებისმიერი ახალი ხელისუფლება უნდა იყოს ჩამოყალიბებული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შედეგად"- წერს ჯო უილსონი.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერ , რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან