ჯარიმა თუ ადმინისტრაციული პატიმრობა - სასამართლოში ნიკა გვარამიას პროცესი მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ნიკა გვარამიას პროცესი იმართება. კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს 27 ნოემბერს, ჭავჭავაძის გამზირზე გზის გადაკეტვის ორგანიზებას ედავებიან. საქმე სანქცირებულ მოსამართლე ზვიად ცეკვავას ჩააბარეს.
ამ წუთებში ადვოკატი შსს-ს წარმომადგენლებს და მოსამართლეს აჩვენებს კადრებს, საიდანაც დასტურდება, რომ ნიკა გვარამია უდანაშაულოა. ამის მიუხედავად, ინტერესების დამცველი არ გამორიცხავს, რომ რეჟიმმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ადმინისტრაციული წესით დააკავონ.
ნიკა გვარამიას ედავებიან გზის ხელოვნური გადაკეტვის ორგანიზებას, 174 პრიმა მუხლის 4 ნაწილს. ეს მუხლი ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას. ასევე შეიძლება, სხვა სახდელის ფორმაც იყოს გამოყენებული. არანაირი მოლოდინი სასამართლოსგან არ გვაქვს. მათ შორის, რომ სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ამ საქმეზეც სასამართლო აუცილებლად დაარღვევს ადმაიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლს, რაც გულისხმობს სამსართლიანი სასამართლოს უფლებას. თქვენ იცით, რომ დაახლოებით 300-ზე მეტი საქმე განიხილა ჯამში სასამართლომ. არცერთ საქმესთან დაკავშირებით ერთ საქმეზეც კი სასამართლოს არ შეუწყვიტავს საქმე, - ამბობს ბექა კვინიკაძე.
დღესვე სასამართლო მსახიობ გიორგი ბახუტაშვილის საქმესაც განიხილავს, რომელიც ასევე ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული.