გაძარცვული აქტივისტები - არასამთავრობო სექტორი მოითხოვს, უკანონოდ ჩამორთმეული და მოპარული ნივთები მფლობელებს დაუბრუნონ
გაძარცვული აქტივისტები - არასამთავრობო სექტორი მოითხოვს, დაუბრუნონ აქციის მონაწილეებს უკანონოდ ჩამორთმეული და მოპარული ნივთები.
საუბარია ათობით მობილურ ტელეფონზე, ძვირფას ნივთებზე, საათებზე, ოქროს სამკაულებზე, ფულზე, ბანკის ბარათებზე, მართვის მოწმობებსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზეც კი.
არადა მომიტინგეებისთვის პირადი ნივთები უნდა დაებრუნებინათ მაშინვე, როგორც კი იზოლატორები დატოვეს.
იურისტები ითხოვენ, აქტივისტებს პირადი ნივთები დაუყოვნებლივ დაუბრუნონ და დაიწყოს, დაჩქარებული გამოძიება, თუმცა მათ არ აქვთ იმედი, რომ რომელიმე მათგანის დასჯა მოხდება.
ნივთების ჩამორთმევაში, გარკვეულ შემთხვევაში, სპეცრაზმის თანამშრომლები მონაწილეობდნენ და დაკავებულების გადაყვანისას, შესაბამისი დოკუმენტები როცა ფორმდებოდა, იქ არ იყო აღნიშნული ის ნივთები, რომელბიც მათ უკანონოდ ჩამოართვეს ან გადაუყარეს. აღსანიშნავია, რომ დაკავებულებს ნივთები არ ჩამორთმევიათ კანონის შესაბამისად და იგი ცალკეულმა სამართლადამცველებმა უკანონოდ მიისაკუთრეს, ან დასჯის მიზნით გადაუყარეს. დაზარაბეულების ნაწილის განცხადებით, მათ პირადი ნივთები მუქარის საფუძველზე ჩამოართევს, შემდეგ კი თავადვე მოახერხეს დაკარგული ნივთების ადგილმდებარეობის დადგენა და ამის შესახებ აცნობეს შესაბამის უწყებებს და მოითხოვეს რეაგირება. თუმცა უშედეგოდ, არცერთი ფაქტი გამოძიებული არ არის“, - განაცხადა საიას აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ქურდოვამიძემ.
დაკავებულები იდენტურ ისტორიებს ჰყვებიან -როგორც ისინი ამბობენ, როდესაც ავტომანქანაში გადაჰყავთ, სწორედ იქ ხდებოდა პირადი ნივთების ჩამორთმევა.
იურისტები ამბობენ, რომ დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მობილური ტელეფონი გორში, კერძოდ, კი ლომბარდში ნახეს.