ვისაც პროტესტის გამო სამსახურში პრობლემა შეექმნა, HR-ები, იურისტები და ქოუჩები უფასო კონსულტაციას გაუწევენ

23.12.24 11:57
ვისაც პროტესტის გამო სამსახურში პრობლემა შეექმნა, HR-ები, იურისტები და ქოუჩები უფასო კონსულტაციას გაუწევენ

მათ, ვისაც საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის გამო სამსახურში პრობლემა შეექმნა HR-ების, იურისტებისა და ქოუჩები უფასო კონსულტაციას გაუწევენ.

მოქალაქეებს ინდივიდუალურ კონსულტაციაზე მისვლა 28 დეკემბერს, 10:00-დან 15:00-მდე, სასტუმრო Holiday Inn-ში შეუძლიათ, მანამდე კი წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ.

თუკი სამსახურში დისკრიმინაციის ან წნეხის მსხვერპლი ხარ საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის გამო, სამსახურის შეცვლა გსურს, ან სულაც დატოვე პოზიცია, HR-ები, იურისტები და ქოუჩები გაგიწევთ ინდივიდუალურ კონსულტაციებს", - ნათქვამია ინფორმაციაში.