სასამართლოში მსახიობ გიორგი ბახუტაშვილის და ერთ-ერთი მომიტინგის, საბა ქვეხიშვილის პროცესები მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მსახიობ გიორგი ბახუტაშვილის პროცესი იწყება. ხელოვანს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. აღსანიშნავია, რომ ბახუტაშვილი აქციაზე დარბევის შემდეგ იმ დროს დააკავეს, როდესაც ის გულწასული მომიტინგის შველას ცდილობდა.
ბახუტაშვილის მხარდასაჭერად სასამართლოში იმყოფებიან მისი მეგობებიც.
სიგიჟე ხდება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს წინა ხელისუფლების ბოლო წლებს, როცა სცენებს აპატუიმრებდნენ, მსახიობებს იჭერდნენ, სცემდნენ ქუჩაშ, რუსთაველის კინოში, 2008 წელს მაგალიტად. მეორე არის ის, რომ ყველა ხელისუფლება ერთად ამთავრებს. როგორი უგუნურებაა, რომ ყველას ჰგონია, რომ წინა ხელისუფლებაზე უფრო ჭკვიანია და ახლა სხვანაიარდ მოიქცევა და ის შედეგი არ დადგება. ერთი და იგივე მოქმედებას აკეთებენ სხვადასხვა შედეგის დადგომით მოლოდინით, რაც არის უბედურება და უგუნურობა. ხალხთან ომი არავის მოუგია. წაგებულ ომში არიან. გატეხილი თავი გამთელდება, მაგრამ გამთელდება თუ არა ქვეყანა, რამხელა დანაკლისით გამოვალთ ამ უბედურებიდან, რამდენი წლით დავიხევთ უკან, ეს არის ახლა საკითხავი, - ამბობს გიორგი ბახუტაშვილის მეგობარი მსახიობი.
გიორგი ბახუტაშვილის პროცესის პარალელურად ამ წუთებში მოქალაქე საბა ქევხიშვილის პროცესიც მიმდინარეობს. ის იმ დროს დააკავეს, როცა პოლიციის წინა ხაზთან მივიდა. ერთ-ერთმა რობოკოპმა მას ჰკითხა, რატომ იმყოფებოდა აქციაზე, რის საპასუხოდაც ქევხიშვილმა მას ერთ-ერთი ნაცემი მოქალაქის ვიდეო აჩვენა.
ქევხიშვილსავ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩლებლობას ედავებიან.
იმ დროს, როცა მე ვიყავი აბსოლუტურად მშვუდობიანად მივედი პოლიციელების კორდონთან და იქ მოხდა გასაუბრება ჩემსა და პოლიციელებს შორის. მკითხეს, რას ვაპროტესტებდი, რაზეც ვუპასუხე, რომ გია მაისაშილის კადრები, წინა დღეს გავრცელებული, ვაპროტესტებდი იმ ძალადობას. მაგ დროს დამაკვეს. ამიყვანეს სამარშრუტოში და იქ მოხდა ფიზიკური სიტყვიერი ანგარიშსწორება, - ამბობს საბა ქევხიშვილი.