გაძარცვული დაკავებულები მზად არიან, საკუთარ ნივთებში თანხა გადაიხადონ, ოღონდ დაბრუნება შეძლონ

23.12.24 13:24
გაძარცვული დაკავებულები მზად არიან, საკუთარ ნივთებში თანხა გადაიხადონ, ოღონდ დაბრუნება შეძლონ

აქციის მონაწილეებს მობილური ტელეფონები პოლიციის განყოფილებაშიც წაართვეს. ერთ-ერთი დაზარალებული, სანდრო ქინქლაძეა, რომელმაც სამტრედიის იზოლატორი სამი დღის წინ დატოვა, მაგრამ მისი კუთვნილი მობილური ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.

გაძარცვული ახალგაზრდები ამბობენ, რომ გომელაურის რაზმები და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მათ სიცოცლხის მოსპობითაც ემუქრებოდნენ, თუ პირად ნივთებს არ დათმობდნენ.

ჩაფხუტი, მობილური ტელეფონი, იურიდიულად წერია, რომ მაქვს, მაგრამ აქვთ გადატანილი სადღაც ამოუცნობ ლომბარდში და არ მიბრუნებენ, მიხედავად იმის, რომ საპყრობილე, სამი დღის წინ დავტოვე. ვრეკავ და მეუბნებიან, რომ არ იციან ნივთები სადაა, მითხრან ლომბარდის მისამართი, გადავიხდი თანხას და გამოვიტან, არ მენანება“- ამბობს სანდრო ქინქლაძე.

ერთ-ერთი დაზარალებულია მიხეილ მეტრეველიც, რომელმაც საკუთარ მობილურ ტელეფონს გულუას ქუჩაზე მიაგნო, თუმცა მისთვის დაკარგული ნივთი არ დაუბრუნებიათ.

ჩვეულებრივი მარადიორები იყვნენ. მეორე დღესაც იყო ჩემს მობილურზე ზარი განხორციელებული, უპასუხეს და შემდეგ გათიშეს. ვიდრე მობილური აქტიური იყო, მოვძებნე და გულუას ქუჩაზე  მივაგენი“, ამბობს მეტრეველი.

დახმარებას ითხოვს ავთანდილ კუჭავაც. გომელაურის რაზმის წევრებმა, მას ის აიფონი მოჰპარეს, რომელშიც კრიპტო აქტივი ჰქონდა. კუჭავა მზადაა,  კრიპტოვალუტის 30 % გადასცეს იმ ადამიანს, ვინც ლურჯი ფერის აიფონ 13-ს დაუბრუნებს.

გადარიცხვასაც ვერ შეძლებს კრიპტოაქტივის, ჰაერში დარჩევბა და აღარავის ექნება წვდომა, რადგან კრიპტოაქტივები ასე არ მუშაობს, ან გაქვს შენ, ან არავის“, - ამბობს კუჭავა.

 

მსგავსი სიახლეები