ჯგუფი “ფარი“ სახალხო ფორუმის შექმნის ინიციატივით გამოდის
ჯგუფი „ფარი“ გამოდის ინიციატივით, დაფუძნდეს სახალხო ფორუმი, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო და პოლიტიკური ძალების სრული სპექტრის კონსოლიდაციას.
ამის შესახებ სპეციალურ მიმართვაში ნათქვამი, რომელიც ცოტა ხნის წინ გაავრცელეს.
მათი თქმით, სახალხო ფორუმი იქნება წარმომადგენლობითი პლატფორმა, რომელშიც საპროტესტო მოძრაობაში ჩართული თითოეული სამოქალაქო ან პოლიტიკური ჯგუფი მიავლენს დელეგატს.
“ეს უზრუნველყოფს საპროტესტო მოძრაობის გაძლიერებას, სამართლიანი არჩევნების დანიშვნას და ხელისუფლების ხალხის ნებაზე დაფუძნებას“, - წერია მიმართვაში.
თანამემამულეებო და თანამებრძოლებო, ქვეყანა ეგზისტენციალური მნიშვნელობის პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხშია -- საკონსტიტუციო ჩარჩოში დასაბრუნებლად, პირდაპირი სახალხო ლეგიტიმაციით, უნდა შეიქმნას ახალი პოლიტიკური ინსტრუმენტი.
ერთად დავაფუძნოთ სახალხო ფორუმი, რომელიც უზრუნველყოფს სამოქალაქო და პოლიტიკური ძალების სრული სპექტრის კონსოლიდაციას.
სახალხო ფორუმი იქნება წარმომადგენლობითი პლატფორმა, რომელშიც საპროტესტო მოძრაობაში ჩართული თითოეული სამოქალაქო ან პოლიტიკური ჯგუფი მიავლენს დელეგატს.
ამასთან, ფორუმი მჭიდროდ ითანამშრომლებს ლეგიტიმურ პრეზიდენტთან, რათა შექმნას კოორდინირებული პოლიტიკური პროცესი და წინააღმდეგობის ერთიანი ფრონტი. ეს უზრუნველყოფს საპროტესტო მოძრაობის გაძლიერებას, სამართლიანი არჩევნების დანიშვნას და ხელისუფლების ხალხის ნებაზე დაფუძნებას.
ფორუმი არის ძლიერი პოლიტიკური პლატფორმა მკაფიო მოთხოვნებითა და მიზნებით. ის პირდაპირი სახალხო ლეგიტიმაციითა და ეფექტური კოორდინაციით უზრუნველყოფს ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას და ახალი, სამართლიანი არჩევნების დანიშვნას“, - ვკითხულობთ “ფარის“ მიმართვაში.