პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელში-თანამშრომლების ნაწილი სატელევიზიო ეთერის გახსნას ითხოვს

23.12.24 15:27
პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელში-თანამშრომლების ნაწილი სატელევიზიო ეთერის გახსნას ითხოვს

საზოგადოებრიივ  მაუწყებელში პროტესტია- “პირველი არხის“ თანამშრომლების ნაწილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიებისთვის სატელევიზიო ეთერის გახსნას ითხოვს.

“სახელმწიფო ბიუჯეტის ფულით დაფინანსებულ არხზე ახლა დებატები უნდა გადიოდეს და არა ფილმები“ - აცხადებენ ტელევიზიის თანამშრომლები და პროგრამული ბადის შეცვლას მოითხოვენ.

გარდა ამისა, როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, მაუწყებლის თანამშრომლების განცხადების გასაკეთებლად პირველი არხის მენეჯმენტმა შენობაში არსებული პრესკლუბი არ დაუთმო, ამიტომ მედიის წარმომადგელებმა განცხადება ტელევიზიიის კიბეებთან გააკეთეს.

ჩვენი არჩევანი არ იყო მაინცდამაინც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის კიბეზე დადგომა. ჩვენ რეალურად გვაქვს პრესკლუბი საზოგადოებრივი მაუწყებლის შიგნით, პირველ სართულზე, მაგრამ ჩვენ ამ პრესკლუბით სარგებლობის უფლება არ მოგვცეს.

ვითხოვთ სქართველოს პირველი არხისგან, რომ გახსნას დღის ეთერი. მიმდინარე მოვლენები გვავალდებულებს, სატელევიზიო ეთერი დაეთმოს სწორედ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგს და არა ფილმებს, რომლებსაც არანაირი კავშირი არ აქვთ დღევანდელ რეალობასთან“, - ამბობს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი თამარ მშვენიერაძე.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს დღეს საზოგადოების წინაშე არსებულ ამოცანებსა და საჭიროებებს.

არგუმენტი, რომ ტექნიკურად ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელს არ შეუძლია რაიმე დავალების შესრულება, კრიტიკას ვერ უძლებს.

ჩვენ გვაქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ეთერში ,სულ მცირე, დღეში სამჯერ დამატებით იგივენაირი ეთერი შევასრულოთ , როგორიც არის ის, რასაც ე.წ საგანგებო ეთერი დღეს ჰქვია“, - ამბობს ჟურნალისტი, წამყვანი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი.