მესამე სექტორმა იმ მოსამართლეების სია გაასაჯაროვა, რომლებიც, მათი თქმით, საქმეებს მიკერძოებული მიდგომებით განიხილავენ

23.12.24 15:19
მესამე სექტორმა იმ მოსამართლეების სია გაასაჯაროვა, რომლებიც, მათი თქმით, საქმეებს მიკერძოებული მიდგომებით განიხილავენ

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმ მოსამართლეების სია გაასაჯაროვეს, რომლებიც მათი თქმით, აქციის მონაწილეთა სისხლის სამართლის საქმეებს მიკერძოებული მიდგომებით განიხილავენ.

მესამე სექტორის თქმით, ესენი არიან:

  • თამარ მჭედლიშვილი- განიხილა ანდრო ჭიჭინაძის, ნიკოლოზ კაციას, ალეკო ელისაშვილის და სხვათა საქმეები
  • ირაკლი ხუსკივაძე - განიხილა “დაფიონის“ დამფუძნებლის, ზვიად ცეცხალძის და კიდევ 7 დაკავებულის საქმე
  • ლელა მარიდაშვილი - გიორგი ახობაძის დ ასაბა სხვიტარიძის საქმეები
  • დავით მგელიაშვილი - საბა ჯიქიას და ანზორ კვარაცხელიას საქმეები
  • ნანა შამათავა- დავით ლომიძის და თენგო ზასოხაშვილის საქმეები
  • დავით კურტანიძე - მათე დევიძის საქმე
  • ლევან ყოლბაია - განიხილა ბათუმში პროფესორის და 4 სტუდენტის საქმე

ცალკეულ შემთხვევებში, მოსამართლეები, მათ მიერ დასმული შეკითხვებითა და ბრალდებისა და დაცვის მხარის მოპოვებული მტკიცებულებებისადმი განსხვავებული მიდგომებით, სასამართლო სხდომებზე აშკარად ავლენდნენ ბრალდების მხარისაკენ მიკერძოებას. მოსამართლეები, როგორც წესი, არ რეაგირებდნენ, ბრალდების მხარის მტკიცებულებების მოპოვების პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე, თუმცა განსხვავებული მიდგომა ჰქონდათ დაცვის მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებთან მიმართებით“, - განაცხადეს მათ.

მესამე სექტორი მოითხოვს, პროკურატურამ სასამართლოს პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით მიმართოს.

არსებული პრაქტიკა ცალსახად ცხადყოფს, რომ სასამართლო ახორციელებს არა სამართლიან და ობიექტურ, არამედ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას. ვინაიდან პატიმრობაში მყოფი არაერთი ბრალდებული პოლიციის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე (წამება, არაადამიანური, ღირსების შემლახავი მოპყრობა) და ზეწოლაზე საუბრობს; ვინაიდან პატიმრობაში მყოფ არაერთ ბრალდებულზე მიმდინარეობს ზეწოლა, მისცენ გამოძიებას ყალბი ჩვენება; ვინაიდან დაპატიმრებულების მიმართ ჩხრეკა და ამოღება საპროცესო გარანტიების დარღვევით ჩატარდა; ვინაიდან სასამართლო არ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და იგი მთლიანად ემორჩილება პროკურატურის დღის წესრიგს: მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას -  მიმართოს სასამართლოს პატიმრობაში მყოფი ბრალდებულების მიმართ პატიმრობის გაუქმების მოთხოვნით“, - განაცხადეს მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ბრიფინგზე.