ბიზნესმენების და კობახიძის 4 საათიანი შეხვედრა დასრულდა - რაზე ისაუბრეს?
ბიზნესმენების და ირაკლი კობახიძის 4 საათიანი შეხვედრა შეხვედრა დასრულდა. შეხვედრიდან გამოსული ბიზნესმენები დეტალურად არ საუბრობენ, რა საკითხები განიხილეს არალეგიტიმურ პრემიერთან.
"ტავ ჯორჯიას" გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე ამბობს, რომ შეხვედრაზე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს და შესაბამისი პასუხებიც მიიღეს.
ყველა საკითხი, რაც არის დღეს მნიშვნელოვანი, განვიხილეთ და ყველა ჩვენს კითხვაზე მივიღეთ ამომწურავი პასუხი. პრემიერი შეგვპირდა, რომ უმკლეს ვადებში აუცილებლად გადაიდგმება ნაბიჯები, რომ ეს ყველაფერი მორჩეს. ახალ არჩევნებზე არ ყოფილა საუბარი. პოზიცია ახალ არჩევნებთან დაკავშირებით არ ყოფილა და პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან დეტალურად გავიარეთ ყველა ის ნიუანსი, - ამბობს ზაქარაძე.
ბიზნესმენის თქმით, კობახიძემ მისცა პირობა, რომ ახალ წალმდე ყველა პატიმარი გათავისუფლებული იქნება.
ვისაუბეთ მაგაზე და აბსოლუტურად ყველა ბიზნესმა, რომ ახალ წლამდე გათავისუფლდებიან პატიმრებიო.. მე ვიცი, როგორ ვმართო აეროპორტი, მე პოლიტიკოსი არ ვარ, - ამბობს ზაქარაძე.
კომპანია "კახური ტრადიციული მეღვინეობის" გენერალური მდივანი კი ამტკიცებდა, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება და ამავე ტემპით გაგრძელდება. მისივე თქმით, ახალი არჩევნები მხოლოდ 4 წლის შემდეგ იქნება.
მთავრობის გუნდს აქვს კონკრეტული გეგმა, რომელიც მოიცავს იმას, რომ ქვეყნის განვითარება გაგრძელდეს იმ ტემპით, როგორიც არის ახლა. ვფიქრობ, რომ ეს ტემპი რაც არის და ეს მონაცემები არის ძალიან კარგი. არჩევნები 4 წლის მერე იქნება, - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.
"ოცნებასთან" დაახლოებული კიდევ ერთი ბიზნესმენი კი ირწმუნებოდა, რომ არჩევნებში "ოცნებამ" სამართლიანად გაიმარჯვა, შესაბამისად, ახალი არჩევნების თემა არ განიხილება.
არჩევნებე საუბარი არის ზედმეტი, იმიტომ, რომ არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტიამ და არანაირი გაყალბების ფაქტები არ არის წარმოდგენილი არსად, - ამბობს ბიზნესმენი.
ამათან, ირკვევა, რომ იმ ბიზნესმენებთან, ვინც "ოცნების" ნაბიჯებს კრიტიკულად აფასებს, კობახიძე შეხვედრებს განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ირაკლი კობახიძე ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. განხილვის თემა ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა იყო. შეხვედრაზე მყოფი 100-მდე ბიზნესმენი ფიქრობს, რომ კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ახალ არჩევნებშია.