პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა, სავარაუდოდ, მოგზავნილმა დივერსანტებმა ჩაშალეს - გამოგლიჯეს გენერატორიდან გამავალი კაბელი
პრეზიდენტის გამოსვლა რუსთაველზე, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" მოგზავნილმა დივერსანტებმა ჩაშალეს. ნაპოვნია გენერატორიდან გამომავალი კაბელი, რომელიც გახმოვანების სისტემის მუშაობას უზრუველყოფდა. კაბელები მოგლეჯილია. გარდა ამისა, რეჟიმმა გუშინ ჩართო ჯემენები. ეს არის სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობა, რის გამოც მედიასაშუალებებს მუშაობა შეზღუდული ჰქონდათ. როგორც კი ზურაბიშვილი ცენტრალური გამზირიდან წავიდა, მომენტალურად აღდგა მობილური ჩართვის აპარატების კავშირი სატელვეიიზიო საგურებთან.
"საფარის" ხელმძღვანელი ბაია პატარაია ამბობს, რომ "ოცნებამ" მათ ყველა ეტაპე ბარიერი შეუქმნა, რათა პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის საშუალება არ ჰქონოდა.
ის მთავარი დიდი მანქანა, რომელიც იყო, ძალიან მალე შუა გზიდან გაქრა. ანუ გადიოდა ზარი, მაგრამ აღარ პასუხიბდა არავინ. სადღაც 40 წუთში გამოჩნდა ეს ადმაიანი, რომელმაც თქვა, რომ გააჩერა პოლიციამ, უთხრა, რომ აინტერესებდა მანქანის დათვალიერება, გამოართვა ტელეფონი ამ ადამიანს ისე, რომ ჩენთან დაკავშირება ვერ შეძლო და გადაიყვანეს საჯარიმოზე. უნდა იყოს შემოსაზღვრული და დაცული დენის წყაროც, გენერატორიც, კაბელებიც. ეს არის წესით და რიგით როგორც კეთდება, მაგრამ არაფრის ამის გაკეთების საშუალება ჩენ არ მოგვეცა. სადაც იყო, იქ მიაკვლიეს და ნახეს, რომ იყო გამოგლეჯილი. ყველა ეტაპზე სახელმწიფომ ჩვენ შეგვიქმნა ბარიერები ზოგი პოლიციელების ხელით, ზოგი მოგზავნილი დივერსანტით, - ამბობს „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია.
აქტივისტი სანდრო ქინქლაძე ამბობს, რომ "ოცნების" მსგავსი ქმედებები აგონიაზე მიანიშნებს. მისი თქმით, ასეთის აქციელი არაფრისმომცემია და პრეზიდენტს თავისი სათქმელის გავფრცელება ისედაც არ გაუჭირდება.
ხმის დაპატიმრების მცდელობა არის უბრალოდ აგონიის გამომხატველი. თუ ჰგონიათ, რომ კაბელის და სცენის მოპარვით რამეზ იზამენ, მანქანის სახურავზე შევდგებით და იქიდან დავიწყებთ ლაპარაკს, გავაგონებთ ერთმანეთს ხმას. ანუ ჩენ არ გვჭირდება ის კომფორტი, რომ მაინც და მაინც სცენაზე უნდა ვიდგეთ, მითუმეტეს პრეზზიდენტს. პრეზიდენტს თავისი სათქმელის გავრცელება ნამდვილად არ გაუჭირდება, - ამბობს სანდრო ქინქლაძე.
მსგავსი სიახლეები
საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ - "ჩვენი მოსაზრებით, პოლიციელებს აქვთ დირექტივა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიის ბრალდებულ ლიდერს ხელი დაადონ"
დღევანდელ პროცესს ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, მიხეილ სააკაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ზურა ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე სხდომას არ დაესწრებიან