მოსამართლე ნინო ენუქიძემ გიორგი ბახუტაშვილი სამართალდამრღევად ცნო
სასამართლომ გიორგი ბახუტაშვილი სამართალდამრღვევად ცნო. ცნობილი მსახიობი მოსამართლე ნინო ენუქიძემ, პრაქტიკულად, ნაცემი მოქალაქის დახმარების გამ გამოაცხადა კანონის დამრღვევად. "სამარცხვინო ხარ" - ეს იყო შეფასება, რომელიც დარბაზში მოსამართლის მისამართით ისმოდა.
ბახუტაშვილის მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მისი კოლეგებიც იმყოფებოდნენ. ბახუტაშვილის წინააღმდეგ რეჟიმის პოლიციას სასამართლოში მოწმეებად პოლიციელები ჰყავდა მიყვანილი. ორივე პოლიციელი დღეს ამტკიცებდა, რომ ბახუტაშვილი მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, უმისამართოდ იგინებოდა და მუშაობაში ხელს უშლიდა.