რეზო და ბავშვები – 30 ათასი, “ღამის შოუს” ბენდი და წამყვანი 30 ათასი - ვის რამდენს გადაუხდის მერია საახალწლო კონცერტებში
2024 წლის 21 დეკემბრიდან 2025 წლის 7 იანვრის ჩათვლით, დედა ენის ბაღსა და ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა ჯგუფის, ანსამბლისა და ბენდის კონცერტი გაიმართება.
netgazeti.ge-ის ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მერიასა და შპს “ქეი ივენთს” შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ამ დღეების განმავლობაში 38 შემსრულებელს (ბენდი, მუსიკოსი, ანსამბლი) – 551 010 ლარს გადაუხდიან.
ჰონორარები შემდეგნაირად გადანაწილდა:
- “რეზო და ბავშვები” – 2 ღონისძიება, თითოეულისთვის – 15 ათასი ლარი, ჯამში – 30 ათასი ლარი.
- თიკა ჯამბურიას, ირინე ბაირამაშვილის და ბენდის ჰონორარი – 13 100 ლარი.
- ანსამბლ “რუსთავის” ჰონორარი – 15 ათასი ლარი.
- “ელის ბენდის” ჰონორარი – 6 ათასი ლარი.
- ჯგუფი “ბანის” ჰონორარი – 15 ათასი ლარი.
- “ნანოს ბენდის” ჰონორარი – 8 ათასი ლარი.
- “Latino Boys” ბენდის ჰონორარი – 7 ათასი ლარი.
- “Nali Band”-ის ჰონორარი – 6 ათასი ლარი.
- კვარტეტი “ვივოს” ჰონორარი – 2 ათას 500 ლარი.
- “ელიტ ბენდის” ჰონორარი – 5 ათასი ლარი.
- ანსამბლ “გორდელას” ჰონორარი – 15 ათასი ლარი.
- “Positive Band”-ის ჰონორარი – 8 ათასი ლარი.
- ზუკას ბენდის ჰონორარი – 9 ათასი ლარი.
- ჯგუფი “ურსას” 2 ღონისძიება, თითოეულისთვის 23 230 ლარი, ჯამში,- 46 460.
- “თბილისური კვარტეტის” ჰონორარი – 6 ათასი ლარი.
- ჯგუფი “ფრანის”ჰონორარი – 15 ათასი ლარი.
- ჯგუფი “Reggaeon”-ის ჰონორარი – 25 ათას 500 ლარი.
- “Goofy Land”-ის ბენდის ჰონორარი – 15 ათასი ლარი.
- ჯგუფი “მიქსტურას” ჰონორარი – 15 ათასი ლარი.
- ანანო ღიბრაძის და ბენდის ჰონორარი – 7 ათასი ლარი.
- ანსამბლ “ჰერიოს” ჰონორარი – 8 500 ლარი.
- “ღამის შოუს” ბენდის და წამყვანის ჰონორარი – 30 ათასი ლარი.
- “ქუჩის ბიჭების” ბენდის ჰონორარი – 15 ათასი ლარი.
- “თეატრალური კვარტეტის” ჰონორარი – 15 ათასი ლარი.
- დავით ილურიძის ბენდის ჰონორარი – 10 ათასი ლარი.
- ანსამბლ “ალილოს” ჰონორარი – 11 ათას 200 ლარი.
- ანსამბლ “შვიდკაცას” ჰონორარი – 14 ათასი ლარი.
- ჯგუფი “ოჩოს ქოხის” ჰონორარი -15 ათასი ლარი.
- ანსამბლ “ბასიანის” ჰონორარი – 12 ათასი ლარი.
- ბენდი “სინთეზის” ჰონორარი – 6 ათასი ლარი.
- ლინდა ადამიას და ჯგუფი ¼-ის ჰონორარი – 12 ათასი ლარი.
- ჯგუფი “New One”-ს ჰონორარი – 15 800 ლარი.
- ანსამბლ “მძლევარის” ჰონორარი – 15 800 ლარი.
- ბენდი “ქვევრის” 2 ღონისძიება, თითოეულისთვის 7 ათასი ლარი, ჯამში – 14 ათასი ლარი.
- “ერისიონის” ანსამბლის ჰონორარი – 21 ათას 200 ლარი.
- “გურჯაანის” ანსამბლის ჰონორარი – 3950 ლარი.
- ნიკა ნიკვაშვილის და ორკესტრის მუსიკოსების ჰონორარი – 40 ათასი ლარი.
- ვარდელის სახელობის კამერული სიმფონიური ორკესტრის ჰონორარი – 7 ათასი ლარი.
როგორც ცნობილია, მიმდინარე მოვლენების გამო არაერთმა მუსიკოსმა უარი თქვა სამთავრობო კონცერტებში მონაწილეობაზე. ნაწილმა კერძო ღონისძიებებიც გააუქმა დაკავებულებისა და დაშავებულების მიმართ სოლიდარობის ნიშნად.
ვრცლად იხილეთ ბმულზე: