25 დეკემბერს, 18:00 საათზე, ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა მარში გაიმართება
25 დეკემბერს, 18:00 საათზე, ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა მარში გაიმართება - მსვლელობა თსუ-ს პირველი კორპუსიდან დაიწყება და პარლამენტთან გადაინაცვლებს.
ძვირფასო აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების კურსდამთავრებულებო,
25 დეკემბერს, 18:00 საათზე გაიმართება ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების მონაწილეთა მარში. მსვლელობა დაიწყება თსუ-ს პირველი კორპუსიდან. საბოლოო ლოკაცია - საქართველოს პარლამენტი.შემოგვიერთდით და ერთად დავუჭიროთ მხარი საქართველოს ევროპულ მომავალს!
მსვლელობა ორგანიზებულია ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის (EPAG) მიერ, რომელიც აერთიანებს აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული 25-ზე მეტი გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულებს", - წერია განცხადებაში.