აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან - ხალხი ტელევიზიისგან ეთერის დათმობას მოითხოვს
საქართველოს პირველი არხის შენობასთან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. დემონსტრანტები დღის ეთერის დათმობას ითხოვენ. მათი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს ეკუთვნის და აქ ხალხის ხმა უნდა ისმოდეს.
განათლების სპეციალისტი რეზო აფხაზავა შეკრების ორ მთავარ მიზეზს ასახელებს და ამბობს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს უნდა დაუბრუნდეს და ტელევიზიის მენეჯმენტი შეიცვალოს.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრების მთავარი მოთხოვნა არის საზოგადოება დაუბრუნდეს ეს მაუწყებელი, ისევე როგორც ყველაფერი, რაც მიიტაცა ამ ე.წ. ხელისუფლებამ. დღეს ჩვენ ყველანი, რაშიც იხდით ფულს ჩვენი გადასახადებიდან ეს ყველაფერი მიტაცებულია აქვს ხელისუფლებას, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელი. იმისთვის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუბრუნდეს საზოგადოებას საჭირო არის აქ, რაც მენეჯმენტი არის მთლიანად დატოვონ მათ თანამდებობები და საზოგადოების წარმომადგენლებს მისცენ სიმართლის თქმის საშუალება, იმიტომ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა იყოს საზოგადოებაში განხეთქილების წვრილის შემტანი'', - ამბობს რეზო აფხაზავა.