ძარცვა რუსული სტილით - გომელაურის ომონმა დასისხლიანებულ, გონებადაკარგულ ახალგაზრდებს ყველაფერი მოპარა
ძარცვა რუსული სტილით. გომელაურის ომონმა დასისხლიანებულ, გონებადაკარგულ ახალგაზრდებს ყველაფერი მოპარა. ხალხს ჯიბიდან ამოაცალეს მობილური ტელეფონები, ხელიდან მოხსნეს საქორწინო ბეჭდები და გახადეს სპორტული ფეხსაცმელები, ძვირადღირებული ნივთები პირდაპირ ლომბარდებში წაიღეს.
დაზარალებულები ყვებიან, რომ ჯგუფური ანგარიშსწორების დროს მორბენალების ნაწილი ხალხს სცემდა, ნაწილი კი ჩანთებს ჩხრეკდა და დასალომბარდებლად ძვირფას ნივთებს აგროვებდა. გომელაურის ომონმა მოიპარა ავთანდილ კუჭავას მობილური ტელეფონიც, მას ხარებას ნიღბიანები სასტიკად გაუსწორდნენ, გონებადაკარგულს კი ის ტელეფონი წაართვეს, სადაც კრიპტო აქტივები ჰქონდა.
30 ნოემბრის შემდეგ, კუჭავა დახმარებას ითხოვს. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გატაცებულ ნივთებთან დაკავშირებით განცხადებები ყოველ წუთიერად შედის, თუმცა კარლო კაციტაძის სამსახურმა დაადგინა ის, რომ ვერაფერი დაადგინა.
ომონი ხალხს, ძირითადად, დაკავების ავტომობილებში ძარცვავდა. მათ ხელშია ათასობით მობილური ტელეფონი, რომელიც ამ დრომდე სხვადასხვა ლოკაციაზე ფიქსირდება, ნაწილი ლომბარდშია ჩაბარებული, ნაწილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სხვადასხვა ბაზაზე.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.