"კიბო განაჩენი არ არის, არც რუსული ოცნებაა განაჩენი" - ონკოპაციენტები პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ
საქართველოში უწყვეტი პროტესტი გრძელდება - ონკოპაციენტები რუსთაველის გამზირზე მიმდინარ მასშტაბურ საპროტესტო აქციას მსვლელობით შეუერთდნენ.
"კიბო განაჩენი არ არის, არც რუსული ოცნებაა განაჩენი" - ამ ტრანსფარანტებით არიან აქციის მონაწილეები დედაქალაქის მთავარ გამზირზე მისული.
ადამიანები, რომელთა ჯანმრთელობაც პირდაპირ არის ევროპულ და ამერიკულ ჯანდაცვაზე დამოკიდებული, ამბობენ, რომ სიცოცხლის შენარჩუნებისთვის მათ ევროპული ტიპის ჯანდაცვა სჭირდებათ.
დღეს ვდგავართ, არამხოლოდ რთულია ჩვენთვის ამ სიცივეში დგომა, არამედ მარში, მოძრაობა და ბევრი სიარული.სიცოცხლე, რომ შეინარჩუნოს ამ ქვეყანამ სჭირდება დემოკრატიული განვითარება და ევროპის ნაწილად ყოფნა და ჩვენ, ჩვენნაირმა პაციენტებმა და არამხოლოდ ჩვენნაირმა პაციენტებმა სიცოცხლე, რომ შევინარჩუნოთ გვჭირდება ევროპული ტიპის ჯანდაცვა'', - ამბობს აქციის მონაწილე.