"ჩემი მთავარი მუსიკა დღეს იმ ხალხის ხმაა, რაც რუსთაველის გამზირზე მესმის" - გოჩიაშვილი
"ჩემი მთავარი მუსიკა დღეს იმ ხალხის ხმაა, რაც რუსთაველის გამზირზე მესმის" - ამის შესახებ მუსიკოსმა, ბექა გოჩიაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
როგორც მუსიკოსმა აღნიშნა, დღეს ქართველ ერს ერთი იდეა აერთიანებს და ამას სამშობლოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა ეწოდება.
არავის არ უნდა მივცეთ, პირველ რიგში, ე.წ. ხელისუფლებას იმის უფლება, რომ რუსეთი შემოგვაპაროს ევროპულად შეფუთული. მათემატიკურ თვლაში მოიკოჭლებენ. ეს მიზანმიმართული გამოსროლილი ცინიზმია. ამას ვისხლიტავთ. ჩემი მთავარი მუსიკა დღეს იმ ხალხის ხმაა, რაც რუსთაველის გამზირზე მესმის. ჩემი მთავარი მუსიკა გამარჯვების ხმა იქნება", - ამბობს ბექა გოჩიაშვილი.