უწესრიგობების შესახებ დანიის შეშფოთებებს ადასტურებს - დანიის საგარეო ეუთო/ოდირის დასკვნაზე
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნას აკომენტარებს და წერს, რომ არჩევნებზე უწესრიგობებზე, მათ შორის, ანგარიშმა ამომრჩეველთა დაშინებასა და ხმების მოსყიდვაზე, დანიის ეჭვები დაადასტურა.
რასმუსენის განცხადებას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს X-ზე აზიარებს.
ეუთო/ოდირის დასკვნა საქართველოში არჩევნებზე ადასტურებს დანიის შეშფოთებებს არჩევნების დღემდე და არჩევნების დღეზე უწესრიგობების შესახებ, მათ შორის ამომრჩეველთა ფართო გავრცელებული დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ". - წერს დანიის საგარეო.
ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში ის მძიმე დარღვევებია ასახული, რომელიც დამკვირვებლებმა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ დააფიქსირეს.
დასკვნაში საუბარია ხმის ფარულობის დარღვევაზე და ამომრჩეველზე ზეწოლის შესახებ. მძიმე დარღვევის ფონზე, ეუთო რამდენიმე მიმართულებით წერს, რომ ეს არჩევნები ეუთო/ოდირის გაცემული რეკომენდაციებით და სტანდარტებით არ ჩატარებულია.
რაც შეეხება არჩევნების ლეგიტიმურობის ცნობას და შედეგების აღიარებას, ეუთო წერს, რომ ეს არ არის მისი მანდატი.