თბილისში მოზარდმა მოზარდი დაჭრა - რა მოხდა ზესტაფონის ქუჩაზე

24.12.24 13:07
თბილისში მოზარდმა მოზარდი დაჭრა - რა მოხდა ზესტაფონის ქუჩაზე

თბილისში 16 წლის მოზარდი დაჭრეს - გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ, 23 დეკემბერს, ზესტაფონის ქუჩაზე მოხდა.

მოზარდს ჭრილობა ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. სავარაუდო თავდამსხმელი 14 წლის მოზარდია.

ირკვევა, რომ 16 წლის ბიჭს თავს რამდენიმე პირი მაშინ დაესხა, როცა ძმასთან ერთად გადაადგილდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელებს, ერთი პირის გარდა, სახეზე ნიღაბი ჰქონდათ ჩამოფარებული.

ბრალდებული დაკავებულია. მას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით გაასამართლებენ.