ხმაური და დაპირისპირება ფოთის საკრებულოში - ოპოზიციამ სხდომა დატოვა
ხმაური და დაპირისპირება ფოთის საკრებულოში - სხდომაზე ოპოზიციამ პერფორმანსი მოაწყო. მათ სხდომის დაწყებამდე ბანერი გაშალეს, რომელზეც თბილისში აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოები იყო გამოსახული.
ოპოზიციამ საკრებულოს წევრებს სოლიდარობისკენ მოუწოდეს, რასაც "ქართული ოცნების" გაღიზიანება მოჰყვა, საბოლოოდ, დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.
ოპოზიციამსხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა, მერიის გარე ფასადზე მათ საპროტესტო ბანერები გააკრეს.
ფოტო: IPN