ხმაური საბა სხვიტარიძის პროცესზე - მოსამართლე ცეკვავამ დარბაზში მსხდომი მოქალაქეები გააძევა

24.12.24 15:25
ხმაური საბა სხვიტარიძის პროცესზე - მოსამართლე ცეკვავამ დარბაზში მსხდომი მოქალაქეები გააძევა

ბერას ძმაკაცი პოლიციელის თავდასხმისთვის ციხეში 9 წლიანი მუხლით გაშვებული საბა სხვიტარიძე სამართლოშია გადაყვანილი. მას ამჯერად რეჟიმის პოლიცილების დაუმორჩილოებლობას ედავება. პროცესი ამ წუთებში ხმაურით მიმდინარებს. მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მოქალაქეები სასამართლო დარბაზიდან გაყარა.

გამოძევებული მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი ცეკვავამ დარბაზიდან ერთი რეპლიკის გამო გამოაძევა. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ სასამართლო "აბსურდის თეატრია" და ადამიანებს გამოგონილი ბრალდებებით ასამართლებებს.

აბსურდის თეატრია. ეს ხალხი, დაწყებული მოსამართლით, დასრულებული მანდატურით და შუალედურ რგოლში მოძალადე ძალოვანი სტრუქტურით, ემსახურება ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. გამოგვყარა ყველა სასამართლო სხომიდან, იმის გამო, რომ იყო დარბაზში მხოლოდ და მხოლოდ ერთი რეპლიკა. ყველა, ვინც აქ ვიმყოფებოდით, აქციებს მუდმივად ვესწრებით და ეს ცრუ მოქმე, საპატრულო პოლიციის მუნდირით, რომელიც კადრულობს და ცრუ ჩვენებას იძლევა, დგას და ყვება აბსურდს, ისეთ გამოგონილ ფაქტებს, რომელსაც ადგილი არ ჰქონდა, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ დაზარალებულები იმ აქციაზე, ჩენ დაგვარბიეს, - ამბობს გამოძევებული მოქალაქე.