"ჩემი შვილი კედელშიც თავისუფალია" - სასამართლოში საბა სხვიტარიძის პროცესი მიმდინარეობს
ჩემი შვილის დაწყებულ საქმეს ვაგრძელებ - ამის შესახებ აქციების დროს, ძალის გამოყენებით დაკავებული სამოქალაქო აქრივისტის, საბა სხვიტარიძის დედამ საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
სამოქალაქო აქტივისტის დედის თქმით, დღეს რაც სასამართლოზე ხდება "ფარსია":
ამათ უნდათ, რომ საბა გამოიყვანონ რაღაც კრიმინალი. ისიც თქვეს, რომ საბა თითქოს თავის ფეხით მივიდა იზოლატორში. ანუ სასამართლო რეალობაში შედგა მაგის საფუძველზე, რომ საბა მივიდა თვითონ და განაცხადა, რომ თვითონ დააზიანა რომელიღაც პოლიციელი - ტიტუშკა და აქედან გამომდინარე უნდა დაეჭირათ.
ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი არის ფარსი. ჩემი შვილი ახლაც თავისუფალია იმ ოთხ კედელში და ესენი მუდამ პატიმრობაში არიან გარეთ რომ არიან. ბრძლას ვაგრელებ ბოლომდე, ჩემი შვილის დაწყებულ საქმეს, - ამბობს სხვიტარიძის დედა ელენე ახობაძე.
საბა სხვიტარიძე, რომელსაც "ოცნების" სასამართლო უკვე მეორედ ასამართლებს, საკუთარ პროცესზე სიტყვით გამოვიდა.
ახალგაზრდამ აქციაზე მისი დაკავების ეპიზოდი გაიხსენა და დეტალურად მოყვა, როგორ გაუსწორდნენ მას ფიზიკურად პოლიციელები.
პოლიციელები, რომლებიც სხვიტარიძის ახლობლების და ოჯახის წევრების მტკიცებით, ცრუ მოწმეები არიან, "პირველების" კითხვებს არ პასუხობენ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ "ყველაფერს მოსამართლე გაადწყვეტს".