"რუსული ცირკი"- სხვიტარიძის საქმეზე მოსამართლე ცეკვავა გადაწყვეტილებას 27 დეკემბერს გამოაცხადებს

24.12.24 17:23
"რუსული ცირკი"- სხვიტარიძის საქმეზე მოსამართლე ცეკვავა გადაწყვეტილებას 27 დეკემბერს გამოაცხადებს

საბა სხვიტარიძის სასამართლო პროცესი დასრულდა - მოსამართლე ზვიად ცეკვავა საქმეზე გადაწყვეტილებას 27 დეკემბერს გამოაცხადებს.

მანამდე კი იყო გაძევებების სერია სასამართლო დარბაზიდან. მოსამართლე ცეკვავა სხდომიდან აძევებდა ყველას, ვისაც კი რაიმე რეპლიკა ექნებოდა შსს-ს იურისტების კითხვებსა თუ მოწმეების ჩვენებებზე. 

ეს იყო რუსული ცირკი - ასე შეაფასა დღევანდელი პროცესი დაკავებული სხვიტარიძის დედამა და მედიასტან საქმის აბსურდულობაზე ისაუბრა. 

მტკიცებულებები იყო ისეთი, რომლითაც ვერაფერს ვერ დააბრალებდნენ. ჩემს ბავშვობაში არსებობდა ცირკი. რუსული ცირკი ჩამოდიოდა და ანალოგიური რუსული ცირკი იყო დღეს", - განაცხადა საბა სხვიტარძის დედამ.

უფლებადამცველის თქმით, სასამართლომ ისეთი პროცესები მოუწყო აქციაზე დაკავებულ მომიტინგეებს, რომ ადვოკატებს საერთოდ ფუნქცია დაუკარგა. 

ფუნქცია დავკარგეთ მსგავსი ტიპის საქმეებზე ადვოკატებმა. რა ობიექტური მტკიცებულებაც არ უნდა წარვადგინოთ, რა  სამართლებრივი შეფასებაც არ უნდა გავაკეთოთ, მნიშვნელობა არ აქვს მსგავსი ტიპის საქმეზე, სასამართლო მაინც იღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც მას ფაქტიურად შსს სთხოვს", - ამბობს ადვოკატი.

სამოქალაქო აქტივისტი საბა სხვიტარიძე სისხლის სამართლის წესით 5 დეკემბერს დააკავეს. სხვიტარიძეს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფას ედავებიან. 

ადვოკატების თქმით, საბა სხვიტარიძეზე დაკავების შემდეგ ფიზიკურად იძალადეს. ნიღბიანების ჯგუფი დიღმის სამმართველოს შენობაში მას სასტიკი მეთოდებით გაუსწორდა.

ასევე ნახეთ: