ანა დოლიძე სერბეთის ოპოზიციის წარმომადგენელს, ბალსა ბოსოვიჩს ესაუბრა
,,ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე სერბეთის ოპოზიციის წარმომადგენელს, ბალსა ბოსოვიჩს მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა.
“ვესაუბრე სერბეთის ოპოზიციის წარმომადგენელს, ბალსა ბოსოვიჩს. განვიხილეთ მიმდინარე მოვლენები, გავცვალეთ ინფორმაციები საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელიც არის რუსეთის ჰიბრიდული საინფორმაციო ომიდან გამომდინარე” - წერს ანა დოლიძე საკუთარ ,,ფეისბუქზე”.