წამება ბელორუსული ომონის მეოდებით - ივანიშვილის ხელისუფლება სისტემურ დანაშაულშია მხილებული
წამება ბელორუსული ომონის მეოდებით - ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდდეგ სისტემური დანაშაულის მტკიბულებები წამების მსხვერპლთა საერთაშორისო საბჭომ დადო. საქართველოში საგანგებო მისიით ჩამოსული ჯგუფი სისხლიანი ნომებრის დროს ნაწამებ ხალხს შეხვდა. დასკვნაში წერია, რომ ივანიშვილის რეჟიმმა ხალხის დასაშინებლად ღირსების შემლახველი მოპყრობა გამოუყენა, მათ შორის იყო სექსულური ძალადობის მუქარა.სასტიკი მეთოდებით ნაცემი მოქალაქეების ჩვენებები იმდენად შოკისმომგვრელი იყო, რომ საერთაშორისო სამართლის ექსპერტებმა ნოემბერი-დეკემბრის მოვლენებს საქართველოში პირდაპირ წამების კვალიფიკაცია მისცეს.
საერთაშორისო სასამართლო სამედიცინო ექსპერტები, რომლებიც 2020 წელს დემონსტრანტებზე თავდასხმის ფაქტებს ბელორუსშიც იკვლევდნენ, პირდაპირ წერენ, რომ ხალხის დარბევა თბილისში ბელორუსული ომონის ხელწერით მოხდა. მოქალაქეებს მიზანმიმართულად თავში ურტყამდნენ, აშიშვლებდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გომელაურის რაზმი და ბელორუსული ომონი ერთი ხელწერით არიან გაწრვთნილი.
წამების და ხელისუფლების მიერ ორგანიზებული სადამსჯელო ოპერაციის კვალიფიკაციას აძლევს ნოემბრის და დეკემბრის სისხლიან მოვლენებს „Human Rights Watch-ი.“ სადამსჯელო ოპერაციად არის შეფასებული ნაცემი და დარბეული ხალხის გასამართლების ოპერაციაც. გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია საერთაშორისო სტანდარტების უხეშ დარღვევაზე საუბრობს.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.